Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განცხადება სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ

იურიდიული ფაკულტეტი გაცნობებთ იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადაიდგა სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებული შემთხვევის საპასუხოდ.

როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ დაფიქსირებულ იქნა საკონკურსო მონაცემთა ფაქტობრივი უზუსტობა, რაც შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო სტუდენტისათვის სავარაუდო შეუფერებელი და არაეთიკური ქცევით და რის გამოც შესწორებულ იქნა შერჩეულ სტიპენდიატთა შემადგენლობა.

საკონკურსო კომისიამ აღნიშნული ფაქტები აცნობა იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს, რომელმაც 2021 წლის 25 ივნისის სხდომაზე ამ ფაქტებთან მიმართებით მტკიცებულებების მოძიება და შესწავლა დაავალა მის წევრთაგან საგანგებოდ შედგენილ კომისიას. თავის მხრივ, ეს კომისია უმოკლეს ვადაში გამოიკვლევს შემთხვევის ვითარებას და მოამზადებს ინფორმაციასა და ანგირშს, რომლის საფუძველზეც, თსუ ეთიკის კოდექსისშინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების, ასევე, წესდებისა და „უმღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის საბჭო განიხილავს შემთხვევასთან დაკავშირებით დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

ამასთან, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს იმავე სხდომაზე სტუდენტ წევრთა მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გარკვეული პერიოდია, ისინი უკვე აღარ არიან  სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები და აღარ წარმოადგენენ მას მაშინ, როდესაც „უმღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, თსუ წესდებისა და იურიდიული ფაკულტეტის დებულების თანახმად, ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები. მათ ამ განცხადებაზე რეაგირების სახით, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი სამსახურებრივი წერილით მიმართავს თსუ რექტორს სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი დელეგაციის უფლებამოსილებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში მის წარმომადგენელთა წევრობის საკითხით დაინტერესებისათვის იმდენად, რემდენადაც იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში მყოფი სტუდენტი წევრების უფლებამოსილების ლეგიტიმურობა არსებითად მნიშვნელოვანია.